საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებებს შორის გასამართი ამხანაგური შეხვედრის მსაჯთა ბრიგადა ცნობილია.
"ჯვაროსნების" ამხანაგურ დაპირისპირებას რუმინეთთან ბერძენი არბიტრებისგან შემდგარი ჯგუფი უხელმძღვანელებს. მატჩის მთავარი არბიტრი ტასოს სიდიროპულოსი იქნება, რომელსაც როგორც ქართულ, ისე რუმინულ ფეხბურთთან შეხება აქამდეც ჰქონია.
სიდრიოპულოსისა და საქართველოს გზები 10 წლის წინ, 2011 წლის 27 მარტს, 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაიკვეთა, სადაც იმ დროისთვის კობა ჟორჟიკაშვილის გაწვრთნილი გუნდი ბელარუსთან სტუმრად - 0:1 დამარცხდა. იმ შეხვედრაში ქართველებმა - 3, მეტოქემ კი 2 ყვითელი ბარათი მიიღო. ჩვენი გუნდის შემადგენლობიდან სიდრიუპულოსმა ცოტნე მონიავა, დაჩი ცნობილაძე და გურამ სამუშია გააფრთხილა. მაშინ, თამაშში 41-ე წუთზე, ნიკა ტარკაშვილის ნაცვლად ბუდუ ზივზივაძე შემოვიდა, რომელიც ამჟამად რუმინეთში იმყოფება და ეროვნულ გუნდთან ერთად მოახლოებული შეხვედრისთვის ემზადება.
41 წლის რეფერის, რომელსაც კარიერის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგის 20 შეხვედრაზე უმუშავია (აქედან 2 ახალდდასრულებული სეზონის ჯგუფურ ეტაპზე: "ატალანტა" - "მიდტიულანდი", "რეიმსი" - "კრასნოდარი"), მათ შორის ისეთი კლუბების მატჩებზე, როგორიც "ბარსელონა", "მანჩესტერ სიტი", "ბაიერნი", "პსჟ". "არსენალი", "ჩელსი", "იუვენტუსი", "ლესტერი" და სხვებია, ევროპის ლიგის 2013 წლის გათამაშებაში რუმინული "პანდურის" "ფიორენტინასთან" (1:2) წაგებულ შეხვედრაზეც უმუშავია. იგი ასევე ხსეხნებული ახალგაზრდულ ტურნირზე რუმინეთის 17-წლამდე ნაკრებისა და რუსი თანატოლების მატს ხელმძღვანელობდა, რომელშიც რუსებმა - 1:0 იმარჯვეს.
ახლახანს დასრულებულ საკლუბო სეზონში, სიდრიუპულოსმა ყველა ტურნირზე 27 შეხვედრაზე იმუშავა, რომელშიც ჯამ ში 135 ყვითელი და 9 წითელი ბარათი გამოიყენა და 8 პენალტი დანიშნა. ხსენებყლი 27 შეხვედრიდან 23-ში სიდრიუპულოსმა სულ მცირე 3 ყვითელი ბარათი გამოიყენა.
სიდიროპულოსს 2 ივნიის გასამართ შეხვედრაში, პირველი ასისტენტი - პოლიხრონისკოსტარასი და მეორე ასისტენტი - ლაზაროსდიმიტრიადისი დაეხმარებიან.
საქართველოსა და რუმინეთის ნაკრები გუნდების დაპირისპირება 2 ივნისს, ქალაქ პლოიეშტისილიეოანას სტადიონზე დაუპირისპირდებიან. შეხვედრა 22:45 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.