Belive

რუსეთი 4 წლიან ბანს ასაჩივრებს

3 წლის წინ სხვა
1 წთ
რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტო (RUSADA) ქვეყნის 4 წლიან ბანს ასაჩივრებს, რაც ოლიმპიურ თამაშებსა და სხვა საერთაშორისო ღონისძიებებზე რუსი სპორტსმენების საკუთარი ქვეყნის დროშის ქვეშ ასპარეზობის აკრძალვას მოიცავს. ინფორმაციას ლოზანაში მდებარე სპორტულმა არბიტრაჟი (CAS) ავრცელებს. თავის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში CAS წერს, რომ მსოფლიოს ანტი-სადოპინგო (WADA) სააგენტოს წინააღმდეგ შეტანილი საჩივარი ნოემბერში განიხილება. შეგახსენებთ, რომ მიღებული დისკვალიფიკაცია, რუსეთს, ამ პერიოდის განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების მასპინძლობას უფლებასაც არ აძლევს. RUSADA-ს პირველად უფლებები 2015 წელს შეუჩერეს, როდესაც რუს სპორტსმენებს დოპინგი მასობრივად აღმოუჩინეს. სააგენტო 2018 წელს პირობითად აღადგინეს, თუმცა გასულ წელს WADA-მ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. დიდი ალბათობით, განხილვა დახურულ კარს მიღმა გაიმართება, მიუხედავად WADA-ს სურვილისა, რომ ყველაფერი საჯარო იყოს.  

სხვა სტატიები