Belive

რუსეთის გრან პრი ჰამილტონმა მოიგო

5 წლის წინ სხვა
1 წთ
დასრულდა ფორმულა 1-ის 2018 წლის სეზონის რუსეთის გრან პრი, სადაც პირველი ადგილი მერსედესის ბრიტანელმა მრბოლელმა, ლუის ჰემილტონმა დაიკავა. მეორე ადგილზე, ასევე მერსედესის პილოტი, ვალტერ ბოტასი გავიდა, ხოლო მესამე პოზიცია ფერარის გერმანელმა ავტომრბოლელმა, სებასტიან ფეტელმა დაიკავა. 16 რბოლის შემდეგ, სატურნირო ცხრილს ლუის ჰემილტონი ლიდერობს, მას 50 ქულით ჩამორჩება სებასტიან ფეტელი, ხოლო მესამე ადგილს კიმი რაიკონენი იკავებს. კონსტრუქტორთა დავაში მერსედესია პირველი, ფერარი მეორე ადგილს იკავებს, ხოლო რედ ბული კი მესამე პოზიციაზე იმყოფება. ფორმულა 1-ის წლევანდელი სეზონის მორიგი რბოლა 1 კვირის შემდეგ, 7 ოქტომბერს იაპონიაში გაიმართება.

სხვა სტატიები