Belive

რუსეთის ნიჩბოსანთა ნაკრები ტოკიოს ოლიმპიადიდან მოხსნეს

2 წლის წინ სხვა
1 წთ
ტოკიო 2020 ჯერ არ დაწყებულა, თუმცა რუსეთის ნიჩბოსანთა ნაკრები ოლიმპიადიდან უკვე მოხსნეს. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი ისევ დოპინგი გახდა. რუსი ნიჩბოსნების ორგანიზმში 2016 წლიდან აკრძალული ძალების აღმდგენი პრეპარატი, მელდონიუმი აღმოაჩინეს. როგორც ცნობილია, რუსეთის ნაკრებს ტოკიოში ლიეტუვა ჩაანაცვლებს. ასევე შეგახსენებთ, რომ ოლიმპიადასა და მსოფლიო ჩემპიონატებზე რუსეთის ოლიმპიურ ნაკრებს დროშისა და ჰიმნის გამოყენების უფლება არ ექნება. აღნიშნული გადაწყვეტილება მსოფლიოს ანტიდოპინგურმა სააგენტომ (WADA) მიიღო.

სხვა სტატიები