Belive

რუსეთს 4 წლიანი ბანი დაედო

4 წლის წინ სხვა
1 წთ
მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) გადაწყვეტილებით რუსეთი 4 წლიანი ბანით დაისჯება! რუსების დასჯის მიზეზი დოპინგის მოხმარების გახმაურებული ფაქტი გახდა. შესაბამისად 2020 წლის ოლიმპიადასა და 2022 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე რუსეთის წარმომადგენლები ვერ იასპარეზებენ. იმ რუს სპორტსმენებს, რომლებიც დოპინგ-სკანდალში გახვეულნი საერთოდ არ არიან, ოლიმპიადაზე "ნეიტრალური დროშის" ქვეშ ასპარეზობა შეეძლებათ. აქვე გეტყვით, რომ 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მსგავსი ფაქტი უკვე დაფიქსირებულა, რომელშიც 168 რუსმა ათლეტმა "ნეიტრალური დროშის" ქვეშ იასპარეზა. მომდევნო 4 წლის განმავლობაში მსხვილ სპორტულ ღონისძიებებზე რუსეთის დროშის აღმართვა და მათი ჰიმნის გაჟღერება კანონით დაისჯება. მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს განცხადებაში ასევე წერია, რომ რუსეთს აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის 21 დღე ეძლევა. გასაჩივრებული საქმე განსახილველად სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაეცემა.  

სხვა სტატიები