Belive

რუსი მრბოლელის უღირსი საქციელი

2 წლის წინ სხვა
1 წთ
რუსი მრბოლელი - არტიომ სევერიუხინი, რომელიც იტალიის სახელით ასპარეზობს, სკანდალში გაეხვა. რუსი მრბოლელი კარტინგში, იუნიორთა შორის, ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. დაჯილდოვების ცერემონიალზე, იტალიის ჰიმნის დროს, სევერიუხინი საკუთარ გულშემატკივარს "ნაცისტური ჟესტით" მიესალმა და სიცილი დაიწყო. რუსი მრბოლელის უღირს საქციელთან დაკავშირებით, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ (FIA) გამოძიება დაიწყო. ორგანიზაციის სადისციპლინო კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, ინფორმაცია უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.