Belive

რუსი ტანმოვარჯიშე მოქალაქეობას იცვლის და საქართველოს სახელით იასპარეზებს

4 წლის წინ სხვა
1 წთ
ტანმოვარჯიშე მარია ხარენკოვამ, რომელიც აქამდე რუსეთის სახელით ასპარეზობდა, მოქალაქეობა შეიცვალა და ამიერიდან საქართველოს ღირსებას დაიცავს. ამ ინფორმაციას ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის პრესსამსახურსა და რუსულ სააგენტო „ტასს“-ზე დაყრდნობით პოპულარული ინტერნეტგამოცემა „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. 20 წლის ხარენკოვამ სხვა ეროვნული გუნდის სახელით გამოსვლის უფლება ოფიციალურად მიიღო ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე, რომელიც ნიკარაგუაში გაიმართა. ხარენკოვა 2014 წელს გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია გუნდურ შეჯიბრებებში, ასევე ევროპის ჩემპიონი (2014) და ვერცხლის მედლის მფლობელი მრავალჭიდში (2015). მორიგი მსოფლიოს ჩემპიონატი სპორტულ ტანვარჯიშში 4-13 ოქტომბერს გერმანიის ქალაქ შტუტგარტშუი გაიმართება.
წყარო: 1tv