Belive

საბა ლობჟანიძე თურქეთში რჩება - ქართველი ფეხბურთელის ახალი კლუბი უკვე დასახელდა

2 წლის წინ სხვა
1 წთ
საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, საბა ლობჟანიძე, დიდი ალბათობით კარიერას კვლავ თურქეთის სუპერ ლიგაში გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული პრესა ავრცელებს და წერს, რომ 26 წლის ქართველი ფეხბურთელის დამატებით "ჰატაისპორი" ინტერესდება, რომელმაც წინა სეზონში გათამაშებაში მეექვსე ადგილი დაიკავა. ლობჟანიძეს, რომელსაც სუპერლიგიდან გავარდნილ "ანკარაგიუჯუსთან" კონტრაქტი ამოეწურა, "ჰატაისპორში" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადასვლა შეუძლია. როგორც თურქეთში წერენ, "ჰატაისპორმა" ქართველ ფეხბურთელთან შეთანხმებას უკვე მიაღწია. "დინამო თბილისის" და "საჩხერის ჩიხურას" ყოფილმა ფლიანგის შემტევმა, რომელმაც 2017-20 წლებში დანიურ "რანდერსში" ითამაშა და გუნდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, 2020 წლის 31 იანვრიდან "ანკარაგიუჯუს" შემადგენლობაში ირიცხებოდა და 53 შეხვედრაში 4 გოლის გატანა და 9 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო.

სხვა სტატიები