დანა უაითის ქონება და წლიური შემოსავალი და ტყუილად შეძენილი კუნძული

რამდენიმე წლის წლის დანა უაითს ერთ-ერთი კაზინოს აღმასრულებელი დირექტორი, ლორენცო ფერტიტა დაუკავშირდა, რომელმაც UFC 4 მილიარდ დოლარად შეიძინა და მას პრეზიდენტის პოზიციაზე მუშაობა სთხოვა, მას შემდეგ რაც დანა უაითი UFC-ის პრეზიდენტია მისი ქონება საგრძნობლად გაიზარდა.

უცხოური მედიაგამოცემა SportBible წერს, რომ ამერიკელი UFC-ის ერთ-ერთი მთავარი სახეა, რაც პირდაპირპროპორციულია როგორც UFC-ის ასევე MMA-ის პოპულარიზაციის ზრდაში მისი უდიდესი წვლილისა.

დანა უაითის ქონება და წლიური შემოსავალი და ტყუილად შეძენილი კუნძული 1

50 წლის უაითის ქონება ამჟამად 500 მილიონი ამერიკული დოლარია, მას ყოველწლიურად 20 მილიონი დოლარი აქვს ხელფასის სახით, რასაც თითოეული UFC-ის ღონისძიების სარეკლამო შემოსავლებიდან 9% ემატება.

დანა უაითის ფინანსური სიძლიერე UFC-ისთვის, რომ კიდევ ერთი ძლიერი მხარეა იმით დამტკიცდა, რომ მან კორონავირუსის პანდემიის გამო, ერთ-ერთი უსაფრთხო კუნძული მთლიანად შეიძინა. კუნძულის შეძენის არსი UFC-ის ღონისძიების უსაფრთხოდ ჩატარება გახლდათ, რომელიც 18 აპრილს იყო ჩანიშნული, თუმცა ახლახანს გავრცელბულდა ინფორმაცია, რომ მიუხედავად უდიდესი მცდელობისა რომ UFC 249 ჩატარებულიყო, ღონისძიება განუსაზღვრელი ვადით გადაიდო.

დანა უაითის ქონება და წლიური შემოსავალი და ტყუილად შეძენილი კუნძული 2

კუნძული, რომელიც დანა უაითის კერძო საკუთრებაშია

ამგვარად, დანა უაითის მიერ შეძენილი კუნძული კვლავ ძველებურ ამპლუაში დარჩება, თავად ამერიკელს კი სავარაუდოდ ისღა დარჩენია საყვარელ ადამიანებთან ერთად განტვირთვა მოიწყოს, ვინაიდან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ამ უკანასკნელის უდიდესი ძალისხმევით კორონავირუსის პირობებში UFC 249 უნდა გამართულიყო, მაგრამ საბოლოო შედეგი სხვაგვარია…

 

(66)

დანა უაითის ქონება და წლიური შემოსავალი და ტყუილად შეძენილი კუნძული

სტატიის ავტორი
-