დაუსვი კითხვა გიგა ჭიკაძეს!

UFC-ის ქართველი მებრძოლი, გიგა ჭიკაძე ოქტაგონზე მორიგ ბრძოლას 1 მარტს მაიკ დევისის წინააღმდეგ ჩაატარებს. UFC-ში გიგა ჭიკაძის დებიუტი 2019 წლის სექტემბერში შედგა. ქართველმა მებრძოლმა ამერიკელი ბრენდონ დევისი სამ რაუნდში დაამარცხა.

ბრენდონ დევისის დამარცხების შემდეგ, გიგა ჭიკაძე  ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ზედიზედ მეორე გამარჯვების მოპოვებას შეეცდება.

გასამართი ბრძოლის წინ გიგა ჭიკაძე გულშემატკივრების კითხვებს უპასუხებს. ორშაბათს, 27 იანვარს, 21:00 საათზე, UFC-ს ქართველი მებრძოლი გულშემატკივრების კითხვებს ბეთლაივის ფეისბუქ გვერდზე, LIVE ჩართვის საშუალებით გასცემს პასუხს.

შეგახსენებთ, რომ მაიკ დევისი გიგა ჭიკაძისათვის უცნობი მეტოქე არაა, მან სპორტულ კლუბ “kings MMA-ში” რამდენიმე ვარჯიში ჩაატარა – მათ შორის ქართველ მებრძოლთან. როგორც გიგა ჭიკაძემ აღნიშნა, მან მოწინააღმდეგის ძლიერი და სუსტი მხარეები იცის. დევისმა ბოლო პერიოდში გულშემატკივრების დიდი არმია შეიძინა, მისი დამარცხება კი გიგასთვის ფსიქოლოგიურად დადებითად იმოქმედებს.

(207)

დაუსვი კითხვა გიგა ჭიკაძეს!

სტატიის ავტორი
-