ენტონი ჯოშუა საოცარ ბრძოლებს გეგმავს?!

196
ნახვა

უცხოურ მედიაში გავრცელდა ხმები თითქოს ენტონი ჯოშუა 2020 წლისთვის ორ უმნიშვნელოვანეს და უძლიერეს მეტოქეს – უაილდერსა და ფიურის დაუპირისპირდება.

როგორც ირკვევა ჯოშუამ, უაილდერისა და ფიურის წინააღმდეგ ბრძოლა მოისურვა და მათი თანხმობის შემთხვევაში მზადაა ეს ორი მებრძოლი რინგზე იხილოს.

თავად ჯოშუამ “Sky sports”-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ეს ყველაფერი რეალობაა. კრიტიკოსების აზრით კი საქმე საქმეზე თუ მიდგა ჯოშუა საპრიზო ფონდის არათანაბარ და არასასურველ განაწილებას მოითხოვს, რაც საბოლოოდ დაპირისპირების ჩაშლის მიზეზი იქნება.

აღნიშნულ ბრძოლებთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები არ გავრცელებულა.

შეგახსენებთ, რომ ენტონი ჯოშუას 22 ჩატარებული ორთაბრძოლიდან ყველა წარმატებით აქვს დასრულებული, რაც ყველაზე აღსანიშნავია მან 22-დან 21 შემთხვევაში “ნოკაუტით” იმარჯვა.

(196)

ენტონი ჯოშუა საოცარ ბრძოლებს გეგმავს?!

სტატიის ავტორი
-