გიგა ჭიკაძემ შესაძლოა 19 აპრილს UFC-249 ის ივენთზე იჩხუბოს

გიგა ჭიკაძემ, შესაძლოა 19 აპრილს UFC-249 ის ივენთზე მიიღოს მონაწილეობა. Live.ge-სთან საუბარში, UFC-ის ქართველმა მებრძოლმა საინტერესო კომენტარი გააკეთა.

“2 სხვადასხვა მეტოქე განიხილება. ალბათ ის არის აღსანიშნავი, რომ მე ძალიან ცოტა ხნის წინ გავმართე ბრძოლა და წესით ახლა უნდა ვისვენებდე. განსაკუთრებით კორონავირუსის ფონზე არ უნდა ვფიქრობდე ბრძოლაზე. ჯერ არ შემიძლია არცერთი მეტოქის სახელის დასახელება. ასევე ბრძოლა შემომთავაზეს 70კგ წონით კატეგორიაში, რაც ჩემს წონასთან შედარებით 5კგ-ით მეტია მაგრამ დავთანხმდი”, – აღნიშნა გიგა ჭიკაძემ.

(690)

გიგა ჭიკაძემ შესაძლოა 19 აპრილს UFC-249 ის ივენთზე იჩხუბოს

სტატიის ავტორი
-