გურამ თუშიშვილი და ლაშა ბექაური ტაშკენტის გრან პრიზე იასპარეზებენ

605
ნახვა

ხვალ უზბეკეთში სტარტს ტაშკენტის გრან პრი აიღებს.

როგორც ცნობილია, ტურნირზე ორი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს. ჩვენი ქვეყნისთვის მედლების მოპოვებას ლაშა ბექაური (-90) და გურამ თუშიშვილი (+100) შეეცდებიან.

თუშიშვილი, თავისი რეიტინგიდან გამომდინარე, პირველ წრეში დაისვენებს, მე-2 რაუნდში კი იერასილ ყაზბიბაევსა და იაჰორ კუხარენკას შორის გამარჯვებულს შეხვდება.

რაც შეეხება ბექაურს, 19 წლის ძიუდოისტი პირველი წრის ბრძოლას ალჟირელ, აბდერაჰმან ბენამადისთან გამართავს.

(605)

გურამ თუშიშვილი და ლაშა ბექაური ტაშკენტის გრან პრიზე იასპარეზებენ

სტატიის ავტორი
-