გურამ თუშიშვილი ტაშკენტის გრან პრის გამარჯვებულია!

უზბეკეთში მიმდინარე ტაშკენტის გრან პრიზე გურამ თუშიშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა.

+100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი ძიუდოისტი ფინალურ ბრძოლაში უზბეკ, ბეხმუროდ ოლტიბოევს დაუპირისპირდა და მეტოქე იპონით დაამარცხა.

გეტყვით, რომ გურამმა გადამწყვეტ შეხვედრამდე ყაზახ, უზბეკ და უკრაინელ ძიუდოისტებს მოუგო.

 

 

(1914)

სტატიის ავტორი
-