ხაბიბის მამა გარდაიცვალა

57 წლის ასაკში აბდულმანაპ ნურმაგომედოვი გარდაიცვალა.

ხაბიბის მამა ჯანმრთელობის გაუარესების გამო 25 აპრილს, მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც ცნობილია აბდულმანაპი კორონავირუსს ებრძოდა, მაგრამ კოვიდ ინფექციასთან ერთად მას გულის პრობლემებიც ჰქონდა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რამდენიმე დღის წინ, განმეორებითი ტესტირების შედეგმა აჩვენა, რომ ცნობილი სპორტსმენის მამა კორონავირუსისგან განიკურნა, მაგრამ საბოლოო ჯამში შედეგი სავალალო აღმოჩნდა.

(2686)

ხაბიბის მამა გარდაიცვალა

სტატიის ავტორი
-