ხაბიბ ნურმაგომედოვისა და კონორ მაკგრეგორის დაპირისპირებები სოციალურ ქსელში ახალი არ არის.
UFC-ის რუსი და ირლანდიელი მებრძოლები ყურადღების ეპიცენტრში კიდევ ერთხელ მოექცნენ.
მაკგრეგორის მიერ 11 მაისს გამოქვეყნებული პოსტი Twitter-ში მორიგი დაპირისპირების საბაბი გახდა: “ხაბიბ, სამარცხვინო ხარ. შენ, როგორც ყოველთვის, ვირთხასავით იმალები. ეს ბევრჯერ მითქვამს. უკომენტაროდ. სამარცხვინო.”
Khabib you absolute embarrassment. Scurrying, hiding rat as usual. As I have said many times. As has been seen many times. Through the pane of glass it was confirmed what was always known.
“No comment” lol.
An embarrassment to real fighting.— Conor McGregor (@TheNotoriousMMA) May 11, 2020
აღნიშნულ განცხადებას ნურმაგომედოვი გამოეხმაურა და კონორს წინა ბრძოლა გაახსენა: “ჩვენ გვახსოვარ. ამ ღამეს ძალიან კარგი იყავი. ასეთივე დარჩი, ნუ იქნები ყალბი.”
შემდეგ ირლანდიელმა რუსი მებრძოლის ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც მოგვიანებით წაშალა.
McGregor’s deleted post pic.twitter.com/x7DDRTWsoG
— Fighting Stuff (@fighting_stuff) May 12, 2020
“ფეხებით ჩახუტება? დაგავიწყდა როგორ დაგაგდე ძირს თუ ტვიტებს წერდი? გაჯობე სთრაიქინგში, ჭიდაობაში და აბსოლუტურად გაგანადგურე გრეპლინგში. საკუთარი ხელებით ჰაერს გართმევდი, ბოლოს კი დამნებდი. არ დაგავიწყდეს შენი სიტყვები: “ეს მხოლოდ ბიზნესია.” – დაწერა ნურმაგომედოვმა.