ხაბიბი და მეივეზერი ბრძოლას დათანხმდნენ

ხაბიბ ნურმაგომედოვის აგენტი ალი აბდელზიზი სენსაციურ განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით 2020 წლის იანვარში ხაბიბი და მეივეზერი ბრძოლას გამართავენ.

გუშინ მეივეზერმა განაცხადა, რომ იგი დაუბრუნდება დიდ სპორტს  და  მონაწილეობს მიიღებს ახალ პროექტში “UFC-ის” პრეზიდენტთან დანა უაითთან ერთად.

ორთაბრძოლის პოსტერი საუდის არაბეთში შეიქმნა, როგორც ცნობილია ბრძოლა სწორედ საუდის არაბეთში გაიმართება.

ხაბიბი მომავალი წლის მაისში ან აპრილში აპირებს ტონი ფერგიუსონთან შებრძოლებას. როგორც იცით რუსმა სექტემბერში ენტონი პეტის დამარცხება შეძლო და შეინარჩუნა ჩემპიონის ტიტული.

მეივეზერის მომავალი  ჯერ უცნობია, თუმცა მას არაერთ ვარსკვლავთან ბრძოლას უკავშირებენ. მაგალითად: მენი პაკიაო, ლოგან პაული და რა თქმა უნდა თვით კონორ მაკგრეგორი.

ხაბიბი და მეივეზერი ბრძოლას დათანხმდნენ 1

(178)

ხაბიბი და მეივეზერი ბრძოლას დათანხმდნენ

სტატიის ავტორი
-