ხაბიბი მაკგრეგორის საქციელს ეხმაურა: “ასეთები ციხეში უნდა ჩასხდნენ”

როგორც მოგეხსენებათ, კონორ მაკგრეგორს მშობლიურ დუბლინში კონფლიქტი მოუვიდა. ირლანდიელმა სპორტსმენმა ბარში უცნობ პიროვნებასთან იჩხუბა.

მაკგრეგორის გაღიზიანება იმან გამოიწვია, რომ პაბის ერთ-ერთმა კლიენტმა კონორის მიერ გამოშვებულ ვისკიზე უარი თქვა და არ დალია. მაკგრეგორმა სასმელზე მთელი ბარი დაპატიჟა.

აღნიშნულ ინციდენტს გამოეხმაურა ხაბიბ ნურმაგომედოვი, რომელიც თვლის, რომ ირლანდიელი მებრძოლი დასასჯელია.

“ძალიან, ძალიან ცუდი რამ მოხდა. ჩვენზე უფროს ადამიანებს პატივი უნდა ვცეთ. ერთმა ფანმა მესიჯი გამომიგზავნა: “ჰეი, გახსოვს, მაკგრეგორმა თავისი ვისკი რომ შემოგთავაზა და უარი უთხარი? თუ კი, მაშინ მიპასუხე, რატომ არ დაგარტყა შენ? როგორც ჩანს, მაკგრეგორი თავისზე უფროსი კაცებისგან ასეთ საქციელებს ვერ ეგუება. ვერ ვხვდები…

ხაბინ ნურმაგომედოვმა ასევე განაცხადა, რომ კონორმა დრო ციხეში უნდა გაატაროს.

“ვფიქრობ, რომ მისნაირები ცოტა ხნით ციხეში უნდა ჩასხდნენ. ადამიანი მაშინ უფრო კარგად აანალიზებს საკუთარ დანაშაულებს, როდესაც გისოსებს მიღმაა.

მაკგრეგორისთვის სათქმელი არაფერი მაქვს, მაგრამ მივმართავ ირლანდიის მთავრობას – სად ხართ მეგობრებო? მიუჩინეთ მას შესაბამისი ადგილი.

დღეს უფროს მამაკაცს დაარტყა, მაგრამ რა იქნება ხვალ? ეს არავინ იცის!”- თქვა ნურმაგომედოვმა.

(988)

ხაბიბი მაკგრეგორის საქციელს ეხმაურა: “ასეთები ციხეში უნდა ჩასხდნენ”

სტატიის ავტორი
-