კონორ მაკგრეგორს 200 ათას დოლარად შეფასებული ბენტლი ჩამოართვეს

კონორ მაკგრეგორს კანონთან პრობლემა კიდევ ერთხელ შეექმნა – UFC-ის ვარსკვლავი ირლანდიაში მაშინ დააკავეს, როდესაც ავტომობილს სახიფათოდ მართავდა.

მაკგრეგორმა კანონი 200 ათასი ევროს ღირებულების Bentley Continental GT-ით გადაადგილებისას დაარღვია. როგორც ცნობილია, სპორტსმენს პოლიციამ მანქანა ჩამოართვა.

“სახიფათოდ მართვის” ბრალდებით კონორს, შესაძლოა, 5000 დოლარის ჯარიმის გადახდა მოუწიოს. სასჯელი ითვალისწინებს ან 6 წლამდე პატიმრობას, ან ორივე მათგანს.

აღსანიშნავია, რომ ირლანდიის პოლიციას დაევალა, მაკგრეგორის მიერ 2018 წელს, ქალბატონზე ძალადობის ფაქტიც გამოიძიოს. მაშინ 33 წლის მაკგრეგორი დამნაშავედ არ ცნეს.

კონორ მაკგრეგორს 200 ათას დოლარად შეფასებული ბენტლი ჩამოართვეს

სტატიის ავტორი
-