კონფლიქტი ბარში – მაკგრეგორმა უცნობ პიროვნებასთან იჩხუბა (ვიდეო)

23.72K
ნახვა

უცხოურ მედიაში დღეს ძალიან საინტერესო კადრები გავრცელდა. როგორც ჩანს, კონორ მაკგრეგორი კიდევ ერთი კონფლიქტის მონაწილე გახდა.

UFC-ის მებრძოლმა ირლანდიურ ბარში უცნობ მამაკაცს დაარტყა.

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც მაკგრეგორმა პაბში მყოფი ადამიანები მის მიერ გამოშვებულ ვისკიზე დაპატიჟა, თუმცა ერთ-ერთი მამაკაცისგან შემოთავაზებაზე უარი მიიღო. სწორედ ამან გააღიზიანა კონორი, რასაც უცნობი პირისთვის ხელის დარტყმა მოჰყვა. ამის შემდეგ, მაკგრეგორი ორმა პიროვნებამ ბარიდან იძულებით გაიყვანა.

ინციდენტის შესახებ პოლიციასაც შეატყობინეს, თუმცა უცნობია, დაისაჯა თუ არა ირლანდიელი.

(23717)

კონფლიქტი ბარში – მაკგრეგორმა უცნობ პიროვნებასთან იჩხუბა (ვიდეო)

სტატიის ავტორი
-