მაკგრეგორი ხაბიბის ბოლო ბრძოლას გამოეხმაურა

ხაბიბ ნურმაგომედოვმა UFC 254-ის ივენთზე ჯასტინ გეიჯი დაამარცხა და დაუმარცხებლის სტატუსი შეინარჩუნა.

ბრძოლაში გამარჯვება 32 წლის მებრძოლმა ძალიან ემოციურად აღნიშნა, მან თავისი ბოლო გამარჯვება გარდაცვლილ მამას მიუძღვნა და ბრძოლის შემდგომ კომენტარში კარიერის დასრულების შესახებაც გააკეთა განცხადება.

“ეს ჩემი ბოლო ბრძოლა იყო. მამაჩემის გარეშე აქ აღარ დავბრუნდები, როცა UFC დამიკავშირდა ჯასტინთან დაკავშირებით, სამი დღე განვიხილავდი ამ საკითხს დედასთან ერთად. მას არ უნდა, რომ მამის გარეშე ვიბრძოდე, თუმცა მე მას დავპირდი, რომ ეს ჩემი ბოლო ბრძოლა იქნებოდა და როდესაც სიტყვას აძლევ, ის უნდა შეასრულო კიდეც”,- განახცადა ხაბიბ ნურმაგომედოვმა.


 


ჯასტინ გეიჯთან გამარჯვების შემდეგ ხაბიბმა საბრძოლო კარიერა 29 გამარჯვებით და არც ერთი დამარცხებით დაასრულა. შესაძლოა, ნურმაგომედოვი UFC-ის ყველა დროის საუკეთესო მებრძოლიც კი იყოს.

კონორ მაკგრეგორი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ხაბიბის ბოლო ბრძოლას გამოეხმაურა სოციალური ქსელით.

ირლანდიელმა განცხადება ტვიტერზე გაავრცელა:

“კარგი გამოსვლა იყო @TeamKhabib. მე გავაგრძელებ. კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩემს პატივისცემას და თანაგიგრძნობთ მამის გამო შენ და შენს ოჯახს. პატივისცემით, მაკგრეგორები”.

ამ ორ მებრძოლს შორის ყოველთვის იყო განსაკუთრებული დაძაბულობა, თუმცა, შესაძლოა, ხაბიბის წასვლის შემდეგ და კონორის პატივისცემის გამომხატველმა ჟესტმა მათი ურთიერთობა შეიცვალოს.

(4145)

მაკგრეგორი ხაბიბის ბოლო ბრძოლას გამოეხმაურა

სტატიის ავტორი
-