მეივეზერი ჯორჯ ფლოიდის დაკრძალვის ხარჯების დაფარვას გეგმავს

ლეგენდარული მოკრივე ფლოიდ მეივეზერი მინეაპოლისში გარდაცვლილი ჯორჯ ფლოიდის დაკრძალვის ხარჯების დაფარვას გეგმავს. აღნიშნულ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ 46 წლის ფერადკანიან მამაკაცს პოლიციელმა დაკავების მომენტში სასიკვდილო დაზიანება მიაყენა. ოფიციალური დასკვნით, ფლოიდი ასფიქსიით, ანუ – ჟანგბადის უკმარისობით დაიღუპა. მომხდარ ფაქტს შემდგომ აშშ-ში საჯარო პროტესტი მოჰყვა.

მეივეზერი ჯორჯ ფლოიდის დაკრძალვის ხარჯების დაფარვას გეგმავს 1

 

(2152)

მეივეზერი ჯორჯ ფლოიდის დაკრძალვის ხარჯების დაფარვას გეგმავს

სტატიის ავტორი
-