მეივეზერმა ყველა დროის 5 საუკეთესო მოკრივე დაასახელა

ლეგენდარულმა ამერიკელმა მოკრივემ ფლოიდ მეივეზერმა, რომელმაც კარიერა 2017 წელს დაამარცხა, ESPN-თან სტუმრობისას 5 საუკეთესო მებრძოლი დაასახელა.

43 წლის ყოფილმა მოკრივემ სიაში თავისი თავს პირველი ადგილი მიუჩინა და ამის შესახებ განმარტებაც გააკეთა: “მან იმაზე მეტი მსოფლიო ჩემპიონი დაამარცხა, ვიდრე სხვამ, ძალიან მოკლე დროსა და ცოტა ბრძოლაში. ის 18 წლის განმავლობაში 5 სხვადასხვა წონის დივიზიონის ჩემპიონი იყო.”

ფლოიდმა კომენტარი მუჰამედ ალიზეც გააკეთა. ის ფლოიდმა მე-5 ადგილზე დააყენა.

“ალი მხოლოდ ერთ წონაში იყო. გარდა ამისა, კენ ნორტონთან სამჯერ დამარცხდა.

მეივეზერმა მეორე ადგილზე რობერტო დურანი, მესამეზე – პერნელ უიტკერი, ხოლო მეოთხე პოზიციაზე სეზარ ჩავესი გამოარჩია.

(4376)

მეივეზერმა ყველა დროის 5 საუკეთესო მოკრივე დაასახელა

სტატიის ავტორი
-