მეივეზერს ტაისონისგან კრიტიკის ქარ-ცეცხლი დაატყდა

მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოკრივე მაიკ ტაისონი ფლოიდ მეივეზერს აკრიტიკებს. კერძოდ საქმე იმაშია, რომ მეივეზერმა საკუთარი თავი მუჰამედ ალიზე მაღლა დააყენა.

ფლოიდ მეივეზერმა განაცხადა, რომ ის ისტორიაში საუკეთესო მოკრივეა, უკეთესი ვიდრე მაიკ ტაისონი და მუჰამედ ალი.

“ეს ნამდვილი ბოდვაა! მეივეზერი ვერასოდეს იქნება ალიზე უკეთესი, მას არამც თუ ამის აფიშირების, არამედ გაფიქრების უფლებაც კი არ აქვს.” 

“მეივეზერს მარტოს საკუთრი შვილების სკოლაში წაყვანაც კი არ შეუძლია, რადგან პატარა და მშიშარა კაცია”, – ასეთია ტაისონის კომენტარი მეივეზერის შესახებ.

მეივეზერს ტაისონისგან კრიტიკის ქარ-ცეცხლი დაატყდა 1

აღსანიშნავია, რომ გარკვეული დროით ადრე, ტაისონს მეივეზერთან უთანხმოება ჰქონდა. როდესაც ტაისონს ჰკითხეს, ექნებოდა თუ არა მას მეივეზერთან ქუჩაში ჩხუბი, “აირონ მაიკმა” ასეთი პასუხი გასცა:

“ქუჩაში ისე გავლახავდი, რომ ამას დაპირისპირებაც არ ერქმეოდა, თუმცა რინგზე ის სხვანაირია: მას შესანიშნავი ტექნიკა აქვს და საკუთარ პოტენციალს კარგად იყენებს”, – აღნიშნა ტაისონმა.

მეივეზერს ტაისონისგან კრიტიკის ქარ-ცეცხლი დაატყდა 2

აქვე გეტყვით, რომ სტატისტიკურად მეივეზერზე აუგის თქმა რთული მისიაა, ვინაიდან მას 50 კარიერული ორთაბრძოლა აქვს ჩატარებული, საიდანაც არცერთი შეხვედრა არ წაუგია, მეტიც – 27 შეხვედრაში მეტოქე ნოკაუტით დაამარცხა.

(1746)

მეივეზერს ტაისონისგან კრიტიკის ქარ-ცეცხლი დაატყდა

სტატიის ავტორი
-