მუკი: “მინდა, რომ მოლაის ხელი ჩამოვართვა და გადავეხვიო”

1.64K
ნახვა

ძიუდოს სამყარო მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ირანელი ძიუდოისტის, საიდ მოლაის შესახებ საუბრობს.

როგორც მოგეხსენებათ, ირანელ სპორტსმენს ნახევარფინალის იძულებით წაგება ოჯახის წევრებზე სამშობლოდან წამოსული მუქარის გამო მოუწია. მოლაის, პოლიტიკური მიზეზებით, ებრაელ საგი მუკისთან ბრძოლა აუკრძალეს, რის გამოც ირანში აღარ ბრუნდება და თავშესაფარს უცხოეთში ეძებს.

ებრაელმა ძიუდოისტმა, საგი მუკიმ მოლაის მხარდასაჭერად საკმაოდ ემოციური განცხადება გააკეთა.

“მინდა, რომ ისრაელსა და ირანს შორის მშვიდობის ელჩი გავხდე.

ორი ოცნება მაქვს – პირველი ოლიმპიური ოქროს მოგებაა. მეორე ოცნება კი მოლაისთან შეხვედრაა, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ მოიგებს. მინდა, რომ მას ხელი ჩამოვართვა და გადავეხვიო.

ჩვენ ამით არამხოლოდ ერთმანეთის მიმართ გამოვხატავთ პატივისცემას, არამედ, ყველას ვაჩვენებთ, რომ სპორტი ყველაფერზე მაღლა დგას,” – თქვა მოლაიმ.

(1640)

მუკი: “მინდა, რომ მოლაის ხელი ჩამოვართვა და გადავეხვიო”

სტატიის ავტორი
-