ნურმაგომედოვი კარიერის დასრულებაზე ფიქრობს 

მსუბუქ წონაში UFC-ს ჩემპიონი ხაბიბ ნურმაგომედოვი არ გამორიცხავს, რომ ტონი ფერგიუსონთან ბრძოლის შემდეგ, კარიერა დაასრულოს.

სავარაუდოდ, რუსი მებრძოლის მეტოქე სწორედ ფერგიუსონი იქნება, თუმცა ჩხუბის კონტრაქტი ჯერ არ გაფორმებულა.

ხაბიბს ფერგიუსონთან ბრძოლის შემდეგ მომდევნო მეტოქის ვინაობა ჰკითხეს, რაზეც 31 წლის სპორტსმენმა უპასუხა: “ძალიან შორს იყურებით, მე კი შორეული გეგმების წინასწარ დასახვა არ მიყვარს, ჯერ ახლო მომავალზე ვფიქრობ.

ჯერ ფერგიუსონთან ბრძოლამდე უნდა მივაღწიო, იქამდე დაახლოებით 5-6 თვე დარჩა, მერე კი ვნახოთ, სავარაუდოდ შემდეგ აღარაფერი მოხდება”,-თქვა ნურმაგომედოვმა.

ნურმაგომედოვს, რომელმაც ბოლოს სექტემბერში იჩხუბა და დასტინ პორიე დაამარცხა, შერეულ საბრძოლო ხელოვნებაში 28 ჩატარებული ბრძოლა და ყველა გამარჯვება აქვს.

(1704)

ნურმაგომედოვი კარიერის დასრულებაზე ფიქრობს 

სტატიის ავტორი
-