ნურმაგომედოვმა და დანა უაითმა პორიეს საქველმოქმედო ფონდში თანხა გადარიცხეს

ხაბიბ ნურმაგომედოვმა დასტინ პორიესთან გამართული ორთაბრძოლის შემდეგ განაცხადა, რომ გარკვეული რაოდენობის თანხას პორიეს საქველმოქმედო ფონდში გადარიცხავდა. ნურმაგომედოვის კეთილ ჟესტს დანა უაითი გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ ხაბიბის მსგავსად საქველმოქმედო ფონდში თანხას ისიც გადარიცხავდა.

ხაბიბ ნურმაგომედოვის და დანა უაითის მიერ თანხის გადარიცხვა ოფიციალურად დაადასტურა დასტინ პორიემ. UFC-ის მებრძოლის მტკიცებით, ხაბიბ ნურმაგომედოვმა საქველმოქმედო ფონდში 100.000 აშშ დოლარი გადარიცხა. ხაბიბის მსგავსად, 100.000 აშშ დოლარი გადარიცხა დანა უაითმაც.

გავრცელებული ინფორმაციით, ფონდის შემოწირულობები უგანდაში მდებარე სკოლისა და ობოლთა თავშესაფრისთვის ინფრასტრუქტურისა და წყლის სისტემის მოწესრიგებას მოხმარდება.

(2032)

ნურმაგომედოვმა და დანა უაითმა პორიეს საქველმოქმედო ფონდში თანხა გადარიცხეს

სტატიის ავტორი
-