“პატარა, მშიშარა კაცი” – ტაისონმა ფლოიდ მეივეზერი გაანადგურა

13.36K
ნახვა

მეივეზერმა, რომლის პროფესიული რეკორდი 50 გამარჯვება და არცერთი მარცხია განაცხადა, რომ იგი ყველა დროის საუკეთესო მოკრივეა. მიუხედავად მეივეზერის განაცხადისა – ლეგენდარული მოკრივე მაიკ ტაისონი მიიჩნევს, რომ იგი პროფესიონალური თვალსაზრისით და პირადი ცხოვრებით ნამდვილად არაა საუკეთესო.

“იგი ილუზიებით ცხოვრობს. ისეთივე დიდებული რომ იყოს, როგორც მუჰამედ ალი, ან მის სიდიადესთან ოდნავ მაინც რომ იყოს ახლოს საკუთარ შვილებს პირადად ატარებდა სკოლაში.”

“მას არ შეუძლია პირადად ატაროს შვილები სკოლაში და ამბობს რომ ყველა დროის საუკეთესო და დიდებულია?”

“დიდებულება არაა ის, რომ საკუთარ თავს იცავ ადამიანებისგან და იმალები. დიდებულებაა, როდესაც ხალხს უყვარხარ და გაღიარებს. ის პატარა, მშიშარა კაცია. მეივეზერი ძალიან პატარა და მშიშარაა”, – აღნიშნა მაიკ ტაისონმა.

(13363)

“პატარა, მშიშარა კაცი” – ტაისონმა ფლოიდ მეივეზერი გაანადგურა

სტატიის ავტორი
-