ფერგიუსონი: “რუსეთში იმალები და ბრძოლას თავს არიდებ – ადგილი თავად შეარჩიე!”

UFC 249 19 აპრილსაა ჩანიშნული. ივენთის ძირითადი ბრძოლა ტონი ფერგიუსონსა და ხაბიბ ნურმაგომედოვს შორის უნდა გამართულიყო თუმცა ხაბიბის მტკიცებით, იგი რუსეთში ჩარჩა და ფერგიუსონთან დაპირისპირებას ვერ შეძლებს.

ხაბიბ ნურმაგომედოვმა განაცხადა, რომ UFC-ის წარმომადგენლებს უკვე ესაუბრა და რომ დიდი ალბათობით ბრძოლა მისი მონაწილეობით ან მის გარეშე მაინც შედგება. საპირისპიროს ამტკიცებს ტონი ფერგიუსონი, რომელიც მიიჩნევს, რომ ხაბიბი ბრძოლას თავს შეგნებულად არიდებს.

“19 აპრილი ახლოვდება და შენ რუსეთში იმალები. ჩაკეტილი საზღვრები და მოგზაურობის შეზღუდვა ხელს ვერ შემიშლის გაგანადგურო. აღნიშნული გარემოება ბრძოლაზე უარის თქმის საბაბად არ გამოიყენო. არაერთი ლოკაცია შემოგთავაზეს – ახლა თავად აირჩიე”, – აღნიშნა ტონი ფერგიუსონმა.

შეგახსენებთ, ფერგიუსონისა და ნურმაგომედოვის დაპირისპირება ოთხჯერ გადაიდო და დიდი ალბათობით არც 19 აპრილს გაიმართება. UFC 249-ის მოახლოებული ივენთის პარალელურად, ბრეტ ოკამოტომ 2018 წელს, ტონი ფერგიუსონის ვარჯიშის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა. ხაბიბთან დაპირისპირებისათვის მზადების დროს, ფერგიუსონი მეტალს ურტყავდა, რათა ძვლები გაემაგრებინა.

(4361)

ფერგიუსონი: “რუსეთში იმალები და ბრძოლას თავს არიდებ – ადგილი თავად შეარჩიე!”

სტატიის ავტორი
-