რა მნიშვნელობა ჰქონდა ხაბიბის გარდაცვლილ მამას მსოფლიო ჩემპიონის კარიერაზე

გასულ წელს, ხაბიბ ნურმაგომედოვმა თავის მამაზე და პირად მწვრთნელზე, აბდულმანაპ ნურმაგომედოვზე ღიად ისაუბრა. მისი სიტყვები ცხადყოფს, თუ რამდენად დააკლდება მსოფლიო ჩემპიონს რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი მამა.

აბდულმანაპ ნურმაგომედოვი პარასკევს, 3 ივლისს, 57 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსოფლიო ჩემპიონის მწვრთნელს გულის მწვავე პრობლემები ჰქონდა, რაც კორონავირუსით დაინფიცირებამ უფრო მეტად გაამწვავა. ცნობილია, რომ აბდულმანაპი კომაში 2-ჯერ ჩავარდა და საბოლოოდ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

2019 წლის სექტემბერში, დასტინ პურიესთან ბრძოლის წინ, ხაბიბ ნურმაგომედოვმა მამაზე ისაუბრა და იმ გავლენაზე გაამახვილა ყურადღება, რაც აბდულმანაპმა მის ცხოვრებაზე იქონია.

“ის ჩემი მამა და პირადი მწვრთნელია. ჩემი აზრით, რთულია იყო მამა და გაზარდო მებრძოლი. შვილი მეც მყავს და ვიაზრებ, თუ რა რთული იქნებოდა მისთვის ეს პროცესი. მან ჩვენი სახლი სავარჯიშო დარბაზად გადააქცია და ბრძოლის ტექნიკა სწორედ მან მასწავლა

ჩემთვის ოჯახს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, მას ყველაფერზე წინ ვაყენებ. ცხოვრებაში არ არსებობს იმაზე მნიშვნელოვანი რამ, ვიდრე ოჯახია,” აღნიშნა ნურმაგომედოვმა.


რა მნიშვნელობა ჰქონდა ხაბიბის გარდაცვლილ მამას მსოფლიო ჩემპიონის კარიერაზე 1

 

(1145)

რა მნიშვნელობა ჰქონდა ხაბიბის გარდაცვლილ მამას მსოფლიო ჩემპიონის კარიერაზე

სტატიის ავტორი
-