რა თანხა გამოიმუშავა ხაბიბმა გეიჯთან ბრძოლის შემდეგ?

ხაბიბ ნურმაგომედოვმა UFC 254-ის ივენთზე ჯასტინ გეიჯი დაამრცხა და მებრძოლის კარიერა წაუგებლად დაასრულა – 29 გამარჯვება და არც ერთი მარცხი.

ცნობილია, თუ რა თანხა მიიღო ხაბიბმა გეიჯთან ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ, საერთო ჯამში მან 3,9 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. აქედან 3 მილიონი გარანტირებული ანაზღაურებაა, დანარჩენი მებრძოლმა ბონუსების სახით მიიღო.

რაც შეეხება ხაბიბის მეტოქე ჯასტინ გეიჯს, მან ხაბიბთან ბრძოლის შემდეგ საერთო ჯამში 630 ათასი დოლარი გამოიმუშავა. აქედან 600 ათასი გარანტირებული ანაზღაურებაა, ხოლო 30 ათასი ბონუსების სახით მიიღო.

შეგახსენებთ, რომ გეიჯთან გამართული ბრძოლის შემდეგ ხაბიბმა ყველას ამცნო, რომ ამით მან კარიერა დაასრულა.

(9375)

რა თანხა გამოიმუშავა ხაბიბმა გეიჯთან ბრძოლის შემდეგ?

სტატიის ავტორი
-