რა თანხა გამოიმუშავა მაკგრეგორმა კარიერის განმავლობაში

მსოფლიოს სპორტულ მედიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ფიგურა კონორ მაკგრეგორია.

ირლანდიელმა მებრძოლმა 1 თვის წინ ოფიციალურად განაცხადა, რომ საბრძოლო ხელოვნების მოყვარულები მას, როგორც სპორტსმენტს ვეღარ იხილავენ.

თუ რამდენად სარწმუნოა კონორის მიერ სპორტული კარიერის დასრულება ეს სადავო საკითხია, მითუმეტეს მაშინ, როდესაც მსგავსი ტიპის განცხადება მან აქამდე 2-ჯერ უკვე გააკეთა და ორივე შემთხვევაში მაღალბიუჯეტური ბრძოლებით დაბრუნდა.

რაც შეეხება ირლანდიელი მებრძოლის მიერ გამომუშავებულ თანხას, უნდა აღინიშნოს, რომ მან არაერთი მრავალმილიონიანი ორთაბრძოლა გამართა, შესაბამისად ხსენებულ გრაფაში, საკმაოდ დიდი რიცხვებიც უწერია.

კონორმა UFC-ში ჩატარებული ბრძოლებიდან 15,082,000 $ მიიღო, ხოლო ფლოიდ მეივეზერთან გამართულ შეხვედრაში, რომელიც 2017 წელს შედგა, ირლანდიელმა 30 მილიონი ამერიკული დოლარი მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ კრივში გამართული ერთი შეხვედრით UFC-ში მთელი კარიერის განმავლობაში გამომუშავებულ თანხაზე ორჯერ მეტი მიიღო.

UFC-დან და კრივიდან ჯამურად მაკგრეგორმა 45 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

(7530)

რა თანხა გამოიმუშავა მაკგრეგორმა კარიერის განმავლობაში

სტატიის ავტორი
-