რა თანხა გამოიმუშავეს მაკგრეგორმა და პორიემ

UFC 257-ის ივენთის მთავარი დაპირისპირება დასტინ პორიესა და კონორ მაკგრეგორის ორთაბრძოლა იყო. ამერიკელმა დასტინ პორიემ კონორ მაკგრეგორის დამარცხება მე-2 რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით შეძლო.

ირლანდიელი მებრძოლი ტექნიკური ნოკაუტით კარიერაში პირველად დამარცხდა. საერთოდ კი, სულ მე-5 მარცხი იყო მის კარიერაში. აქამდე ოთხივე ბრძოლა ირლანდიელს მახრჩობელა ილეთით ჰქონდა წაგებული.

მიუხედავად პორიესთან განცდილი მარცხისა, მაკგრეგორმა დაახლოებით 18 მილიონი ფუნტი სტერლინგი გამოიმუშავა. Forbes-ის მიხედვით “ნოტარიუსს” 3,65 მილიონი ფუნტი მხოლოდ ბრძოლაზე თანხმობისთვის გადაუხადეს.

თუ ბრძოლის ხანგრძლივობას და კონორის საბოლოო ჯამში გამომუშავებულ თანხას გავითვალისწინებთ, გამოდის, რომ ირლანდიელმა მებრძოლმა ოქტაგონზე გატარებულ ყოველ წუთში 2,4 მილიონი ფუნტი მიიღო.

რაც შეეხება მაკგრეგორის მეტოქეს, დასტინ პორიეს, ამერიკელმა მებრძოლმა კონორთან შედარებით ბევრად ნაკლები – 730 000 ფუნტი გამოიმუშავა.

 

 

(6496)

რა თანხა გამოიმუშავეს მაკგრეგორმა და პორიემ

სტატიის ავტორი
-