რაულ როსას ჟუნიორი UFC-ის ყველაზე ახალგაზრდა მებრძოლი გახდა

DWCS 55-ზე 17 წლის როსასი პირველად გამოჩნდა და MMA-ის სამყარო შოკში ჩააგდო. მისი მეტოქე 25 წლის მანდო გუტიერესი იყო, რომლის წინააღმდეგაც თინეიჯერი ძალიან მრისხანედ გამოიყურებოდა.

რაულ როსას ჟუნიორი UFC-ის ყველაზე ახალგაზრდა მებრძოლი გახდა 1

როსასმა გუტიერესი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. მისი არაჩვეულებრივი შესრულების შემდეგ, UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმა მებრძოლს კონტრაქტი მისცა. 17 წლის როსასი UFC-ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მებრძოლი გახდა.

სამივე რაუნდის განმავლობაში რაული დომინირებდა და მის მეტოქეს არაფრის საშუალებას აძლევდა. საბოლოო ჯამში ეს დაპირისპირება მისი გამარჯვებით დასრულდა.

„ის ძალიან ნიჭიერი, განსაკუთრებული და განსხვავებულია. ცოტა ბავშვს თუ ნახავთ, რომელიც იგივეს უშვება საკუთარ თავს, რასაც რაული.”- თქვა დანა უაითმა ბრძოლის შემდეგ

რასულ როსას ჟუნიორის პროფესიონალური კარიერა 2021 წლის ოქტომბრიდან დაიწყო. მას შემდეგ მან 6 ბრძოლა ჩაატარა და ყველა შემთხვევაში ოქტაგონი გამარჯვებულმა დატოვა.

რაულ როსას ჟუნიორი UFC-ის ყველაზე ახალგაზრდა მებრძოლი გახდა

სტატიის ავტორი
-