რემატჩიც და რევანშიც შედგა – ენტონი ჯოშუამ შური იძია!

საუდის არაბეთში, ქალაქ დირიაში, ენტონი ჯოშუასა და ენდი რუიზ ჯუნიორს შორის რემატჩი შედგა. წინა ბრძოლაში, რომელიც ნიუ იორკში, “მედისონ სქვეარ გარდენში” გაიმართა, დამარხცებულმა ენტონი ჯოშუამ კონტრაქტის მიხედვით გათვალისწინებული უფლებით ისარგებლა და რემატჩი მოითხოვა.

რემატჩიც და რევანშიც შედგა - ენტონი ჯოშუამ შური იძია! 1

ბრძოლამ ნოკაუტის გარეშე ჩაიარა, შეხვედრის განაჩენი მსაჯებმა გამოიტანეს, რომელთა გადაწყვეტილებით (118:110; 118:110; 119:109) ჩემპიონისათვის განკუთვნილ ქამრებს კვლავ ენტონი ჯოშუა დაეუფლა.

შეგახსენებთ, რომ ენტონი ჯოშუა კარიერის განმავლობაში პირველად ენდი რუიზ ჯუნიორმა დაამარცხა, გუშინდელი რევანშის შემდეგ “ეიჯის” კარიერული ბალანსი ასე გამოიყურება – 23 მოგება და 1 მარცხი.

 

 

(221)

რემატჩიც და რევანშიც შედგა – ენტონი ჯოშუამ შური იძია!

სტატიის ავტორი
-