UFC-ის საშუალო წონის მებრძოლი ჯეკ ჰერმანსონი დერეკ ბრანსონს უნდა დაპირისპირებოდა, მაგრამ ეს უკანასკნელი ბრძოლას ჩაეხსნა. მის ნაცვლად კი, ჰერმანსონს რომან დოლიძე დაუპირისპირდება. აღნიშნული ბრძოლა 4 დეკემბერს არის ჩანიშნული.
რომანის მეტოქე საკმაოდ გამოცდილი სპორტსმენია. მას პროსფესიონალურ კარიერაში სულ 30 ბრძოლა აქვს ჩატარებული, საიდანაც 23 მოიგო. ჰერმანსონი UFC-ის საშუალო წონის მერვე ნომერია. აღნიშნული მეტოქის დამარცხება ქართველ მებრძოლს ძალიან წაადგება და წარმატების შემთხვევაში რეიტინგში სერიზოულად წაიწევს წინ. ნორვეგიელს მის ბოლო ბრძოლაში გამარჯვება აქვს მოპოვებული, სადაც მსაჯების გადაწყვეტილებით კრის კერტისი დაამარცხა.
დოლიძემ ბოლო შეხვედრა ამერიკელი ფილ ჰოუსის წინააღმდეგ ჩაატარა, რომელიც პირველ რაუნდში ნოკაუტით მოიგო.