რუსი მოკრივე ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა (ვიდეო)

34.23K
ნახვა

რუსი მოკრივე, მაქსიმ დადაშევი გუშინ გარდაიცვალა. 28 წლის სპორტსმენის შესახებ სამწუხარო ინფორმაცია მისმა მწვრთნელმა დაადასტურა.

დადაშევმა საბედისწერო ბრძოლა პარასკევს, სუბრიელ მატიასთან გამართა. ვაშინგტონში შემდგარ დაპირისპირებაში რუსმა მოკრივემ ზედმეტად დიდი დარტყმები მიიღო.

მაქსიმის მწვრთნელმა პირსახოცი რინგზე მე-11 რაუნდში შეაგდო. ბრძოლის შემდეგ დადაშევს ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა, მოგვიანებით კი მისი ხელოვნურ კომაში ჩაგდება გახდა საჭირო.

იხილეთ დადაშევისა და მატიასის დაპირისპირება:

(34227)

რუსი მოკრივე ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა (ვიდეო)

სტატიის ავტორი
-