საქართველო ტოკიოში მოგებული მედლების რაოდენობით მოწინავე პოზიციებზეა

25 აგვისტოს ტოკიოში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატმა აიღო სტარტი, რომელიც 31 აგვისტომდე გაგრძელდება.

საქართველოს ანგარიშზე ტურნირის დაწყებიდან მე-4 დღეს ორი მედალია. როგორც მოგეხსენებათ, -60 კგ. წონით კატეგორიაში, ლუხუმ ჩხვიმიანმა ოქროს მედალი მოიგო, დღეს კი, ლუკა მაისურაძემ (-81კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

საქართველოს ნაკრები ვაჟთა საერთო ჩათვლაში 149 ქვეყანას შორის, კანადასთან ერთად მე-2 პოზიციას იკავებს. პირველ ადგილზე მასპინძელი იაპონიაა, რომლის ანგარიშზე 9 მედალია.

ამჟამად, ტოკიოს მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი 6 ქვეყანას აქვს მოპოვებული – საფრანგეთი, უკრაინა, კანადა, იაპონია, ისრაელი და საქართველო.

(647)

საქართველო ტოკიოში მოგებული მედლების რაოდენობით მოწინავე პოზიციებზეა

სტატიის ავტორი
-