“შესაძლოა ხაბიბი ოქტაგონზე აღარასდროს გავიდეს”

UFC-ის ლეგენდას დანიელ კორმიერს არ სჯერა, რომ ხაბიბ ნურმაგომედოვი ოქტაგონზე 2020 წელს დაბრუნდება. შესაძლოა, დაღესტნელმა მებრძოლმა მამის გარდაცვალების შემდეგ არც აღარასდროს იბრძოლოს.

ხაბიბს გასული წლის სექტემბრის შემდეგ დაპირისპირება არ ჰქონია. ბოლოს მან დასტინ პორიე დაამარცხა და ტიტულის დაცვა მოახერხა.

ნურმაგომედოვს აპრილში ტონი ფერგიუსონთან ჰქონდა ბრძოლა დაგეგმილი, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო შეხვედრა ჩაიშალა.

“არ მგონია, რომ ამ წელს დაღესტნელი ოქტაგონს დაუბრუნდეს. და ზოგადად, ძალიან დიდი ძალა დასჭირდება ხაბიბს, რომ ოდესმე კიდევ იბრძოლოს,”

ვიცი, თუ რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა აბდულმანაპს მისთვის. ეს იყო მათი ერთობლივი გზა,” – განაცხადა UFC-ის 41 წლის ვარსკვლავმა დანიელ კორმიერმა.

(1703)

“შესაძლოა ხაბიბი ოქტაგონზე აღარასდროს გავიდეს”

სტატიის ავტორი
-