ცნობილია რამდენი გამოიმუშავა მეივეზერმა კარიერის განმავლობაში

ლეგენდარულმა ამერიკელმა მოკრივემ, ფლოიდ მეივეზერმა კარიერის განმავლობაში 50 ბრძოლა ჩაატარა, საიდანაც ყველას მოგება მოახერხა. ბოლოს რინგზე ის 2017 წლის აგვისტოში გავიდა და UFC-ს ლეგენდა კონორ მაკგრეგორი დაამარცხა. 

ცნობილია, რომ მეივეზერის მრავალწლიანი  კარიერის განმავლობაში ბრძოლებისგან შემოსული თანხა 800 მილიონ დოლარზე მეტია.

ფლოიდი კარიერის სტარტზე შედარებით დაბალ თანხას იღებდა, პირველად კი შედარებით დიდი გასამრჯელო 1998 წელს, ჯენარო ერნანდესთან ბრძოლისთვის მიიღო (137 ათასი დოლარი).

სხვადასხვა დროს ფლოიდმა საულ ალვარესთან ბრძოლისთვის 73 მილიონი, კონორ მაკგრეგორთან 100 მილიონი, ხოლო მენი პაკიაოსთან 250 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

 

(224)

ცნობილია რამდენი გამოიმუშავა მეივეზერმა კარიერის განმავლობაში

სტატიის ავტორი
-