UFC-ის მომდევნო ბრძოლების ჩატარების ადგილი ცნობილია?!

გავრცელებული ინფორმაციით, დანა უაითმა კორონავირუსის პანდემიის ფონზე, UFC-ის მორიგი ბრძოლების ჩასატარებლად ლოკაცია შეარჩია. წყაროს მტკიცებით, მაისის თვეში UFC-ის რამდენიმე ივენთი ლას ვეგასში გაიმართება.

30 აპრილამდე ნევადის შტატში მკაცრი რეგულაციები მოქმედებს. მოსახლეობას და ბიზნესის წარმომადგენლებს თვითიზოლაციისა და სახლში დარჩენის დირექტივა აქვთ მიცემული. დანა უაითი იმედოვნებს, რომ 30 აპრილის შემდეგ, მდგომარეობა რადიკალურად გაუმჯობესდება და შეზღუდვები შემსუბუქდება, რის შედეგადაც მაისში ბრძოლების გამართვა იქნება შესაძლებელი.

UFC-ის მესვეურები იმედოვნებენ, რომ ბრძოლების გამართვას სპეციალურად მოწყობილ სივრცეში შეძლებენ, რომელიც დანა უაითის ინიციატივით ააგეს.

“აპექსი სასწრაფოდ ავაშენეთ იმისთვის, რომ პანდემიისგან თავი დროულად დაგვეზღვია. რაც შეეხება ბრძოლებს – მომდევნო თვეს დაიწყება”, – აღნიშნა დანა უაითმა.

(132)

UFC-ის მომდევნო ბრძოლების ჩატარების ადგილი ცნობილია?!

სტატიის ავტორი
-