Belive

სად წავიდა ტოჩინოშინი ტაკაკეიშოს ბრძოლისთვის გამოყოფილი თანხა

4 წლის წინ სხვა
1 წთ
ტოკიოში მიმდინარე სუმოს მაისის სუპერტურნირი - ნაცუ ბაშო საკმაოდ დაძაბულად მიმდინარეობს, ტურნირზე წარმატებით ასპარეზობს ორივე ქართველი ფალავანი - ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) და გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი). ნაცუ ბაშოს მე-9 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე ოძეკი ტაკაკეიშო უნდა ყოფილიყო, მასთან ბრძოლას ქართველი მაყურებელი დიდი ინტერესით ელოდა, ვინაიდან მათ დიდი რევანშის მოლოდინი ჰქონდათ, თუმცა ტაკაკეიშო კიდევ ერთხელ მოეხსნა ტურნირს და შეხვედრა არ ჩატარდა მოგება კი ტოჩინოშინს ჩაეთვალა. აღნიშნულ დაპირისპირებაში გამარჯვებულს საკმაოდ დიდი ოდენობის თანხა ერგებოდა, შეხვედრას 25 სპონსორი ჰყავდა, რაც დაახლოებით 10 000$-ია, თუმცა არ ჩატარების გამო 11 კონვერტი გაუქმდა, 14 კი სხვა  შეხვედრებზე გადანაწილდა (სპონსორების სურვილისამებრ). შეგახსენებთ, რომ მე-11 დღის ბოლოს ტოჩინოშინი ნაცუ ბაშოზე 9 მოგებითა და 2 მარცხით იოკოძუნა კაკურიუსთან ერთად მეორე საუკეთესო შედეგს აფიქსირებს.

სხვა სტატიები