Belive

სამი ქართველი წლის ბოლო მასტერსის ფინალში გავიდა!

5 წლის წინ სხვა
1 წთ
15-16 დეკემბერს ჩინეთის ქალაქ გუანჯოუში 2018 წლის დასკვნითი მასტერსი იმართება, სადაც დღეს ყველაზე მძიმე წონით კატეგორიებში მედლის მოპოვებას ქართველი ძიუდოისტები ცდილობენ. -90 კილოგრამ წონით კატეგორიაში სამწუხაროდ, ნაადრევად დაასრულა გამოსვლა ბექა ღვინიაშვილმა, ის ჰოლანდიელ მეტოქესთან დამარცხდა. თუმცა ერთი ქართველი, ნიკოლოზ შერაზადიშვილი, რომელიც ესპანეთის სახელით ასპარეზობს ფინალში გავიდა და ოქროს მედლისთვის იჭიდავებს. რაც შეეხება -100 და +100 კილოგრამ წონით კატეგორიებს საქართველოს ნაკრების კაპიტანი და უკანასკნელი მსოფლიო ჩემპიონი, შესაბამისად, ვარლამ ლიპარტელიანი და გურამ თუშიშვილი ფინალში არიან და ქართველი გულშემატკივრის წლის ბოლოს გახარებას კიდევ ერთხელ შეეცდებიან. ფინალები დაიწყება 13:00 საათიდან.

სხვა სტატიები