Belive

სამირ ნასრი ვესტ ჰემის ფეხბურთელი გახდა

5 წლის წინ სხვა
1 წთ
ლონდონის "ვესტ ჰემის" ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, გუნდს საფრანგეთის ნაკრების ყოფილი წევრი, სამირ ნასრი შეუერთდა. 31 წლის ნახევარმცველი ლონდონში მიმდინარე სეზონის ბოლომდე ითამაშებს, თუმცა კონტრაქტის თანახმად, ნასრი გუნდში შეიძლება უფრო დიდი ხნის განმავლობაში დარჩეს. "ჩემი აზრით, "ვესტ ჰემს" აქვს პოტენციალი, ლონდონში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი იყოს. თითოეულ მატჩს 60 000 გულშემატკივარი ესწრება, გუნდს ჰყავს ძლიერი აკადემია და ასევე, იგრძნობა ხელმძღვანელობის მხარდაჭერა. მიხარია, რომ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე კონკურენტუნარიან საფეხბურთო ლიგას ვუბრუნდები," განაცხადა ნასრიმ. შეგახსენებთ, რომ დოპინგ-ტესტზე ჩავარდნის გამო, სამირ ნასრი ფეხბურთს 12 თვის განმავლობაში იყო ჩამოშორებული. კარიერის განმავლობაში ფრანგს ისეთ გუნდებში აქვს ნათამაშები, როგორებიც "მარსელი," "სიტი," "არსენალი," "სევილია" და "ანტალიასპორი" არიან.  

სხვა სტატიები