Belive

სამხრეთ კორეელმა მშვილდოსანმა ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპზე რეკორდი დაამყარა

2 წლის წინ სხვა
1 წთ
ტოკიოს ოლიმპიური თამაშები რიგ შემთხვევებში დაწყებულია, განსაკუთრებით ისეთი სპორტის სახეობები, სადაც საკვალიფიკაციო ეტაპი ტარდება. ტრადიციულად ოლიმპიურ თამაშებზე არაერთი რეკორდი მყარდება და ასეთი ფაქტები უკვე დაფიქსირდა. მშვილდოსნობის ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ეტაპზე კორეელმა მშვილდოსანმა ან სანმა, ოლიმპიური რეკორდი დაამყარა. ან სანმა მაქსიმალური 720 შესაძლო ქულიდან, 680 ქულა დააგროვა, რითაც 1996 წელს დამყარებული რეკორდი დაამხო. საყურადღებოა, რომ საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე და მესამე ადგილზე ან სანის თანამემამულეები იანგ მინჰი და კანგ ჩაე იანგი, 677 და 675 ქულებით გავიდნენ. "ოლიმპიური რეკორდის დამყარება დაუვიწყარი შეგრძნებაა და შესაბამისად, არავის გაუკვირდება თუ გეტყვით, რომ უბედნიერესი ვარ", - აცხადებს ან სანი. საყურადღებოა, რომ სამხრეთ კორეის ეროვნულმა ნაკრებმა ზემოთხსენებული 3 სპორტსმენის უდიდესი მიღწევისა და შედეგის ფონზე, გუნდური რეკორდიც დაამყარა, ჯამში სამხრეთ კორეამ 2032 ქულა მოაგროვა, რაც ასევე ოლიმპიური რეკორდია.

სხვა სტატიები