Belive

სანდრო ბაზაძე მეოთხედფინალშია - მომავალი მეტოქე რეიტინგში პირველია

2 წლის წინ სხვა
1 წთ
ფარიკაობაში მსოფლიო რეიტინგის მე-7 ნომერმა, სანდრო ბაზაძემ, ტოკიოს ზაფხულის ოლიპიადაზე მეორე დაპირისპირება მოიგო. ქართველმა მოფარიკავემ მერვედფინალში ეგვიპტელი მეტოქე, ზიად ელსისი (24) 15:12 დაამარცა და მეოთხედფინალში გავიდა. სანდრო ბაზაძე მომავალ შეხვედრას მსოფლო რეიტინგის პირველ ნომერთან, ო სან უკისთან (სამხრეთ კორეა) გამართავს, რომელმაც მოჰამედ ამერს (ეგვიპტე) 15:9 მოუგო. დაპირისპირება თბილისის დროით 10:55 საათზეა ჩანიშნული.

სხვა სტატიები