Belive

სანდრო ბაზაძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაო მოიპოვა

4 წლის წინ სხვა
1 წთ
ქართველმა ხმლით მოფარიკავემ, სანდრო ბაზაძემ დიუსელდორფში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ნახევარფინალში ბაზაძე რუსეთის წარმომადგენელთან, გამოცდილ და სახელოვან სპორტსმენთან, 25 წლის კამილ იბრაგიმოვთან, რომელიც რეიტინგში მე-6 პოზიციაზეა, 11:15 დამარცხდა და მესამე პოზიცია დაიკავა. ბაზაძემ მანამდე თანამემამულე მიხეილ მარდალეიშვილს 15:12, უნგრელ ტამაშ დეკშის 15:8, შემდეგ ასევე უნგრელ ანდრაშ სზატმარის 15:10 მოუგო. აღსანიშნავია, რომ სანდრო ბაზაძე ზედიზედ მესამედ გახდა ევროპირველობის ბრინჯაოს პრიზიორი.

სხვა სტატიები