Belive

სანდრო ბაზაძე ნახევარფინალში მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონთან დამარცხდა (ვიდეო)

2 წლის წინ სხვა
1 წთ
ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო რეიტინგის მე-7 ნომერმა, სანდრო ბაზაძემ, ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადაზე პირველი დაპირისპირება დათმო. ქართველი მოფარიკავე ნახევარფინალში რეიტინგის მეოთხე ნომერთან, მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონთან - არონ შილადისთან (უნგრეთი) 13:15 დაამარცდა. სანდრო ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს, სადაც მისი მეტოქე ლუიჯი სამელესა (იტალია) და კიმ ჯონ ხვანის (სამხრეთ კორეა) წყვილში დამარცხებული იქნება. მესამე ადგილისთვის შეხვედრა თბილისის დროით 15:20 საათზეა ჩანიშნული.

სხვა სტატიები