საფრანგეთში მამუკა გორგოძე და მიხეილ ნარიაშვილი აღიარეს!

ფრანგული კლუბი – “მონპელიეს” გულშემატკივრებს, ბოლო 2 კვირის განმავლობაში ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ მათი კლუბის ლეგენდარული XV-ეული გამოევლინათ.

დღეს კი “მონპელიეს” ოფიციალურმა “Facebook” გვერდმა, ხმის მიცემა დაასრულა და ლეგენდარული XV-ეული გამოავლინა, სადაც მარცხენა ბურჯად – მიხეილ ნარიაშვილი, ხოლო 7 ნორმად – მამუკა გორგოძე მოგვევლინა.

მამუკა გორგოძე ფრანგულ გრანდში 2005-2014 წლებში ირიცხებოდა, სადაც 168 მატჩი ჩაატარა და 27 ლელოს დადება შეძლო, ხოლო მიხეილ ნარიაშვილი “მონპელიეში” 2010 წლიდან ირიცხება და 186 მატჩში 1 ლელო აქვს დადებული.

“მონპელიეს” ლეგენდარული XV-ეული გულშემატკივარის აზრით

საფრანგეთში მამუკა გორგოძე და მიხეილ ნარიაშვილი აღიარეს! 1

 

(226)

საფრანგეთში მამუკა გორგოძე და მიხეილ ნარიაშვილი აღიარეს!

სტატიის ავტორი
-