Belive

საქართველოს 2021 წლის ჩემპიონატი ვირტუალურ წრიულ რბოლაში გრძელდება

2 წლის წინ სხვა
2 წთ
საქართველოს 2021 წლის ჩემპიონატი ვირტუალურ წრიულ რბოლაში გრძელდება. 21 აპრილს შეჯიბრებების მესამე ეტაპი ჩატარდა. რბოლებს პორტუგალიის, პორტიმაუს, ვირტუალური ავტოდრომი მასპინძლობდა. საერთო ჯამში 25 - მდე გამოცდილმა სიმ რეისერმა 1 საკვალიფიკაციო და 2 სარბოლო გარბენი შეასრულა. სიმ რეისერები თითო რბოლაზე 13 წრეს ასრულებდნენ. საბოლოოდ წინასწარი შედეგებით არჩილ ციმაკურიძემ ლიდერობის შანსი არავის მისცა და ორივე რბოლაში დამაჯერებლად გაიმარჯვა. პირველი რბოლის წინასწარი შედეგები: 1 ადგილი - არჩილ ციმაკურიძე 2 ადგილი - გიორგი დათუაშვილი 3 ადგილი - სანდრო თავართქილაძე მეორე რბოლის წინასწარი შედეგები: 1 ადგილი - არჩილ ციმაკურიძე 2 ადგილი - დავით არჯევანიძე 3 ადგილი - ნიკა კობოსნიძე რბოლებს პირდაპირ ეთერში ჩემპიონატის დამფუძნებელი ბექა ჯიქია და ლევან მიმინოშვილი კომენტირებდნენ. ასევე, რბოლის დასრულების შემდეგ სპეციალურად მაყურებლისთვის პოდიუმის წევრი სიმ რეისერები ერთვებოდნენ მცირე ინტერივუს სახით. ორი თვის განმავლობაში სხვადსხვა ცნობილ სიმულირებულ ავტოდრომებზე კიდევ 3 ეტაპი ჩატარდება,რომლებსაც კომპანია სიმულექს რეისინგი გაუწევს ორგანიზებას ,საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის მხარდაჭერით. ვირტუალური რბოლები საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის მსოფლიო საავტომობილო თამაშების ნაწილია და ის 2019 წლიდან ტარდება. მსგავსი ღონისძიებები სხვადსხვა დისციპლინებში ტარდება და განსაკუთრებით ჩართულობა პანდეემიის პირობებში გაეზარდა.

სხვა სტატიები